აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 27 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ- შტორმი

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 27 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ NBC იტყობინება.

ქარბუქით გამოწვეული სხვადასხვა შემთხვევის გამო გარდაცვლილები არიან ვისკონსინის, კანზასის, კენტუკის, კოლორადოს, მისურის, მიჩიგანის, ნებრასკას, ნიუ-იორკის, ოჰაიოს, ოკლაჰომასა და ტენესის შტატებში.

ოჰაიოს შტატში დათოვლილ გზაზე ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა, გარდაიცვალა 4 ადამიანი.

ძლიერმა ზამთრის შტორმა აშშ-ის ტერიტორიის დიდი ნაწილი მოიცვა, სადაც დაახლოებით 250 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტრო ენერეგიის გარეშეა დარჩენილი. გაუქმდა ასობით რეისი. ანალოგიური მდგომარეობაა კანადაშიც. ონტარიოსა და კვებეკში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.