რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
აშშ-ში 22 წლის ქართველ კაცზე ძებნა გამოცხადდა - ის ახალი წლის ღამეს პენსილვანიის შტატში ავტოსადგომზე ქვეითებს დაეჯახა,- ინფორმაციას CBS NEWS ავრცელებს.
პოლიციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ 22 წლის რობა გასიტაშვილს ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმასა და გაუფრთხილებლობით სხვა პირის საფრთხეში ჩაგდებაში.
პოლიციის ცნობით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ 2026 წლის 1 იანვარს დაახლოებით ორ საათზე, თეთრი Volkswagen-ის სედანი ბასტლეტონ პაიკზე მდებარე Hive Lounge-ის ავტოსადგომზე მოძრაობდა, რა დროსაც სამ ქვეითს დაეჯახა.
პოლიციის თქმით, ავტომობილი ახლომდებარე მაღაზიასთან იპოვეს, ის გასიტაშვილის სახელზე არის რეგისტრირებული და პოლიციელები ახლა მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.