„უზომოდ მოსიყვარულე ბიჭია, განსაკუთრებული იუმორის გრძნობა აქვს“ - დათი სკოლას უბრუნდება

დათიკო

8 წლის დათი ქოქრაშვილი სამკურნალოდ ისრაელიდან გერმანიის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს ახლა სასკოლო სამზადისშია და მეგობრებს და თანატოლებს გერმანიიდან, სასწავლო პროცესში  ონლაინ შეუერთდება.

პრაიმტაიმი“ დათის დამრიგებელს, თამუნა გელაშვილს ესაუბრა.

როგორი მოსწავლეა დათი?

„დათიკოსთან მომიწია ორი წელი ყოფნა, მისი მასწავლებლობა, მის გვერდით ვატარებდი ყოველ დღე 7 საათზე მეტს, ეს არ არის ცოტა დრო. მე და ჩემი მოსწავლეების ურთიერთობა სცილდება ხოლმე მასწავლებლის და მოსწავლის ტიპურ ურთიერთობას, რადგან ეს საკმაოდ დიდი დროა, გიწევს ბავშვების ახლოდან გაცნობა. 

დათიკო ძალიან თბილი, უზომოდ მოსიყვარულე ბიჭია. კარგი იუმორის გრძნობა აქვს. განსაკუთრებით უყვარს მათემატიკა“

რა თქვეს დათის მეგობრებმა, როდესაც გაიგეს, რომ ონლაინ დაესწრებოდა გაკვეთილებს?

„სანამ სკოლიდან დაგვითხოვდნენ, რამდენიმეჯერ გაკვეთილზეც ჩაგვერთო მოსაკითხად, მისმა მეგობრებმა დიდი ჟრიამული ატეხეს, ძალიან გაუხარდათ ბავშვებს.

ახლა, რომ იციან რომ დათიკო ბრუნდება და ონლაინ დაესწრება გაკვეთილებს ძალიან უხარიათ. იქიდან გამომდინარე, რომ იციან ონლაინ სწავლება არსად აღარ არის, თავიდან გაუკვირდათ მაგრამ ავუხსენი... ბავშვებმა თქვეს, სანამ შემოგვიართდება, მოდი რაღაცები დავუხატოთო...

როცა წავიდა დათიკო ისრაელში, ჩვენ გავატანეთ ნახატები და წერილები. შემდეგ ინტერვიუში დედამ რამდენჯერმა თქვა კიდეც, რომ დათიკოს თავისი მეგობრების ნახატებს ვაჩვენებო და და წერილებს ვუკითხავო ეს ძალიან გამიხარდა. მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ რაღაც ნახატების გატანება, მისთვის იქ, ისრაელის კლინიკაში ყოფნისას მისი მეგობრების სიტყვები უფრო ჯადოსნური იყო.

დათიკოს დედის და ჩემი დიდი სურვილია, რომ დათიკო ჩართვით არა მარტო გახალისდეს, არამედ მეგობრების კვალდაკვალ მიიღოს ცოდნა და როდესაც დაგვიბრუნდება, სწავლაში არ იყოს წყვეტა“