7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
„ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმის რაჯი ისმაილოვის განცხადებით, კიკეთში, სროლის დროს დაჭრილი 2 ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
„ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, პირველადი სამედიცინო დახმარება ჩავუტარეთ და შესაბამისი კვლევების საფუძველზე გადავწყვეტთ, დავტოვებთ კლინიკაში თუ გავწერთ სახლში“, - აღნიშნა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ კიკეთში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდაცავებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.