პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ციფრული პლატფორმა „სფიჩი“ აცხადებს მიღებას სტუდენტებისთვის STEM მასტერკლასებზე დასასწრებად.
უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები, Zoom პლატფორმის საშუალებით, 1 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გაუზიარებენ განათლებას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. მსმენელები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, სამოტივაციო წერილისა და შევსებული ანკეტის მიხედვით. მასტერკლასების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, დასწრება უფასოა. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM განათლების დანერგვას და განვითარებას. პროექტის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები მოახდენენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ინვესტირებას სამშობლოში. ჩვენი ამოცანაა, გავუხსნათ ახალგაზრდებს შესაძლებლობების გზა მომავლის პროფესიებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტი ხორციელდება მედია პლატფორმა „სფიჩის“ მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში.