დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
რუსეთში, საკუთარ სახლში, ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი გია დიაკვნიშვილი( გია "დლინნი"), თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით იპოვეს. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ტყვიამ დიაკვნიშვილს თვალბუდე გაუხვრიტა. დაჭრილი დიაკვნიშვილი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ჩხრეკის დროს პოლიციამ საბრძოლოდ გადაკეთებული გაზის პისტოლეტი იპოვა. სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზეა აღძრული. გამოძიება ორ ვერსიას განიხილავს: მკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობას.
როგორც რუსული მედია წერს, გია (გიორგი) დიაკვნიშვილი ქართველი წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოსკოველი „კანონიერი ქურდია“. ასევე ის არის ქურდების საერთო ფონდის ე.წ. „ობჩიაკის“ მფლობელი.
დიაკვნიშვილი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებულ დაპირისპირებაში მხარს "დედ ჰასანს" უჭერდა და ტარიელ ონიანის წინააღმდეგ გამოდიოდა.