უსმინე Stingray Music -ს და ჩაერთე ბილაინის გათამაშებაში

ბილაინი

ბილაინი, მისი დიდი ხნის პარტნიორ Stingray Music აპლიკაციასთან ერთად  კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულსაც iPhone 14-ით დაასაჩუქრებს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, ხოლო არასრულწლოვანს მშობლის/კანონიერი მეურვის ნებართვა დასჭირდება.

მონაწილეობის წესები ძალიან მარტივია:

● გადმოწერე Stingray Music აპლიკაცია და გაიაქტიურე ბილაინის ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც საჩუქრად მოჰყვება Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი.

● მოუსმინე ნაცნობ ბენდებს და ფეისბუქზე გააზიარე შენი საყვარელი არხი Stingray-ის აპლიკაციიდან ჰეშთეგით #BeelineMusic

● დააგროვე ყველაზე მეტი რეაქცია 25 დეკემბრის ჩათვლით და გახდი კონკურსის გამარჯვებული.

● შენი პოსტი აუცილებლად საჯარო უნდა იყოს.

Stingray მსოფლიოს 156 ქვეყანაში ოპერირებს და 400 მლნ გამომწერი ყავს.  Stingray Music-ი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. როდესაც ბილაინის მომხმარებელი იაქტიურებს მუსიკის შემცველ პროდუქტს, Stingray Music -ის პრემიუმ პაკეტით უფასოდ სარგებლობს, რომელიც სხვა შემთხვევაში თვეში $3.99 ღირს. შედეგად აბონენტს წვდომა აქვს მაღალი გარჩევადობის კონტენტზე, რომელიც თანაც თავისუფალია რეკლამისგან.

Stingray Music-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android სისტემაზე.