უკვე მეექვსე დღეა ქალაქში თოვს და შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები, მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა - კახა კალაძე

თბილისის მერი

უკვე მეექვსე დღეა ქალაქში თოვს და შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი არის გამოყენებული.

„გარკვეული შეფერხებები შეიქმნა შემოერთებულ სოფლებში არსებულ ქუჩებზე. ძირითადად ეს იყო მეორადი ქუჩები, ჩიხები. თუმცა, რა თქმა „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობები და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები უკვე მეექვსე დღეა 4-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ ხნის განმავლობაში 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი გამოიყენეს. გარკვეული პრობლემები შეიქმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა ვცდილობდით, რომ ცენტრალური გზები გაწმენდილი ყოფილიყო. დარჩენილია მეორადი ქუჩები, ჩიხები, შესახვევები და აქაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით - ესაა ავტომობილები, რომლებიც ქუჩაშია დაყენებული და ტექნიკა უბრალოდ ვერ ახორციელებს სამუშაოებს. სამუშაოების შეფერხებას ასევე იწვევს გადაუღებელი თოვა. მიუხედავად ამისა ჩვენ არ ვჩერდებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ცენტრალური ქუჩები იყოს სუფთა და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება. მთელი ამ დღეები განმავლობაში ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა.

მე მინდა მადლობა გადავუხადო „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. ეს ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ ვემსახურებით თბილისს, თბილისელებს. ასევე მინდა მადლობა გადავიხადო ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც ქუჩაშია და აწარმოებენ გაწმენდით სამუშაოებს, გამგეობის თანამშრომლებს, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დიდთოვლობის გამო არ მომხდარიყო ხეების დაზიანება და შენარჩუნებულიყო თითოეული ხე. სამშაოები ამ წუთშიც გრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ქუჩა, ჩიხი იყოს მოწესირგებული. თუმცა, აქაც თუ იქნება მხარდაჭერა ძალიან მადლობლები ვიქნებით. ნსაკუტარი სახლის წინ ადამიანმა რომ გაწმინდოს თვითონ, მე მგონი ეს პრობლემას არ წარმოადგენს და დიდი დახმარება იქნება ჩვენთვისაც და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს ვინც ჩართულია თავისი სახლის და ქუჩის წინ არსებული სივრცის გაწმენდით სამუშაოებში და ძალიან ბევრია ასეთი სხვათაშორის“, - განაცხადა კალაძემ.