კალაძე: საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იქცეოდა და მომავალშიც ასე იქნება

კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იქცეოდა და მომავალშიც ასე იქნება.

კითხვაზე, თუ პუტინის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი დადგება, რა იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი, კალაძემ განაცხადა: 

„მე მგონი დღეს უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია. უბრალოდ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გეუხერხულებოდეთ ამ თემაზე საუბარი, თუმცა მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის არანაირი უხერხულობა, არანაირი პატრიოტიზმი არ არსებობს.

ძალიან სამწუხაროა. მე მესმის, რომ ეს შეიძლება თქვენი პირადი შეკითხვა არ იყოს, შეიძლება ეს ყველაფერი დავალებული არის, უბრალოდ თქვენ უნდა შეგრცხვეთ, როგორც რიგით მოქალაქეს ამ თემის წამოწევაზე. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იქცეოდა და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.