ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
საქართველოში ჩამოსულ, უკრაინიდან დევნილ ბავშვებს პასპორტის წარმოდგენის შემდეგ McDonalds-ში უფასოდ გაუმასპინძლდებიან - ეს განცხადება “მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ სპორტის სასახლეში თბილისის მერთან შეხვედრისას განაცხადა.
კახა კალაძემ ონლაინ-ჩართვისას საზოგადოებას საქართველოში მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლების ნაწილი წარუდგინა, რომლებიც უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად გაერთიანდნენ.
თემურ ჭყონიამ თბილისის მერს უკრაინის დასახმარებლად ლოგისტიკის ორგანიზების საკითხი შეუფასა და უთხრა: „ურთულესი საკითხი გაქვს მოგვარებული - ლოგისტიკა. დღეს ყველაფერი რომ დაკეტილია, ამის გაკეთება ძალიან რთული იყო“.
თავის მხრივ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით გადაწყდა.