ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო ცენტრ „საროველის“ კლინიკური დირექტორი, რეანიმატოლოგი ალექსანდრე კვაჩიძე 35 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მას მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
„სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, ეს როგორ ვთქვა, დიდებული ადამიანი დააკლდა ჩვენს დიდ ოჯახს, ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეანიმატოლოგ, ალექსანდრე კვაჩიძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად სამედიცინო საზოგადოებას.
ალეკო ექიმი იყო ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მედიკოსისთვის სამაგალითო ადამიანი და მისაბაძი პიროვენბა თავის პროფესიოალიზმითა და ადამიანობით.
35 წლის ასაკამდე, რამდენი გაჩერებული გულის ამუშავება შეძელით და თქვენი გულის ამუშავება კი ვერავინ შეძლო“ - წერს გვერდი „ყველაფერი მედიცინაზე“.
არსებული ინფორმაციით, დღეს დილით, კგულმკერდის არეში ძლიერი ტკივილებით შეიყვანეს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში. ალექსანდრე კვაჩიძე ოპერაციის დროს გარდაიცვალა.