პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მოკლულთა ხსოვნისათვის მიძღვნილი აქცია- პერფორმანსი გაიმართა.
აქციის მონაწილეები ხელშეკრულება პარლამენტის წინ 15-20 წუთი დაწვნენ, რადგან სწორედ ასე გამოიყურებოდნენ ოკუპანტების აგრესიას შეწირული ადამიანები ბუჩასა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში.
„სოლიდარობის აქცია პერფორმანსი, ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში ნაწამებ და მოკლულ მოსახლეობის მიმართ. სიტყვები ზედმეტია იმის გამოსახატად თუ როგორ იმოქმედა ამ საზარელმა კადრებმა ჩვენზე. ამ აქციის მიზანია მსოფლიოსთვის მესიჯის გაგზავნა - ვინ იქნება შემდეგი? რომელი ქალაქი თუ ქვეყანა? რამდენი მსხვერპლია კიდევ საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიომ ერთხელ და სამუდამოდ შეაჩეროს ეს ბოროტების სავანე სახელწოდებით რუსეთი?”, - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.