მთავრობაში ცვლილებებია - ამ წუთებში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი მიმდინარეობს
1743577348
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარს ომის დანაშაულს უწოდებს.
„7 კვირის წინ ბუჩა წყნარი და მეგობრული ადგილი იყო, ერთი კვირის წინ კი ბუჩაში ცივსისხლიანად დახოცეს ადამიანები, ტყვიები თავში დაახალეს, ადამიანები ქუჩაში აწამეს. ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს შემზარავი კადრები. პუტინის ჯარისკაცები ყველას ხოცავდნენ, ვისაც კი დაინახავდნენ.
ამას პუტინის ჯარისკაცები ტერიტორიის გათავისუფლებას უწოდებენ, მაგრამ ჩვენ მომხდარს ომის დანაშაულს ვიწოდებთ. ვაგროვებთ მასალას და ჩვენ აუცილებლად მივცემთ პასუხისგებაში კრიმინალებს. ევროპა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით,"- ამბობს ურსულა ფონ დერ ლეიენი.