დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბუჩაში მომხდარი ფაქტები გენოციდად შეაფასა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მისი თქმით, რუსეთის სისასტიკე უკრაინის ქალაქ ბუჩაში და სხვაგან "გენოციდს" ჰგავს და პირობა დადო, რომ რუსეთის მიმართ მეტი სანქციები იქნება.
„მეშინია, როცა უყურებ, რა ხდება ბუჩაში, ვხედავთ, რომ რაც პუტინმა გააკეთა, გენოციდს ჰგავს. გასაკვირი არ არის, რომ ხალხი ამ ყველაფერზე ასე რეაგირებს“, - განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს.
როგორც გამოცემა წერს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადანაშაულებდა რუსულ ძალებს გენოციდის ჩადენაში, სხვა ლიდერები შეფასებისგან თავს იკავებდნენ.
რუსული ძალების მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მტკიცებულებამ კი მაინც გამოიწვია მსოფლიოში რეაქცია და ასევე გამოიწვია დასავლეთის ახალი გამოხმაურება სანქციებით.
„ეჭვი არ მეპარება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთი, კვლავ მიისწრაფვის ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე მეტი სანქციების დაწესებისკენ“, - თქვა ჯონსონმა.