როგორც კი თქვა, შემოვდივარ პოლიტიკაშიო, უკვე ვიცოდი, რომ მისი საქმე დამთავრებული იყო და დამთავრდა კიდეც - ცაგარელი პატარკაციშვილზე

პატარკაცი

ბადრი პატარკაციშვილს ვუთხარი, რომ პოლიტიკაში არ უნდა მოსულიყო, რადგან ეს მისთვის დამანგრეველი იქნებოდა, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს.

მისი თქმით, წინასწარ იცოდა, თუ რა ბედი ეწეოდა გავლენიან ბიზნესმენს.

„როცა ბადრი პატარკაციშვილმა მე თავის დროზე მომმართა და მითხრა, პოლიტიკაში შემოსვლა მინდაო, ვუთხარი, რომ არ შეიძლება და დაიღუპები-მეთქი, თან უცხოეთში. იმიტომ, რომ მას შავი მთვარე ჰქონდა მშვილდოსანში. პირველი, მშვილდოსანი არის სააკაშვილის ნიშანი, მეორე, არის უცხოეთი და როგორც კი გამოაცხადა, შემოვდივარ პოლიტიკაშიო, მე უკვე ვიცოდი, რომ მისი საქმე დამთავრებული იყო და დამთავრდა კიდეც 2 დღეში.“ - განაცხადა ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“.