პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
16 აპრილს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა კიევს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის ობიექტია დედაქალაქის დარნიცკის რაიონი.
კიევის დარნიცკის რაიონში დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა მუშაობს, ჩვენი სამხედროები იცავენ ქალაქს, მაგრამ აფეთქებები იყო დარნიცკის რაიონში. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი ახლა ჰოსპიტალიზებულია, ექიმები იბრძვიან მათი სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა კლიჩკომ.
კლიჩკომ ასევე გაიხსენა, რომ ადრე რუსული მხრიდან იყო მუქარა კიევის დაბომბვის შესახებ.
„საიდუმლო არ არის, რომ გუშინ ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა თქვა, რომ იქნება თავდასხმები მთავარ ობიექტებზე და ქალაქებზე და არ გამორიცხა, რომ კიევზე თავდასხმები განხორციელდეს. დღეს დილით ჩვენ უკვე ვიგრძენით ეს დაპირებები“,- ამბობს კიევის მერი.
შეგახსენებთ, ექსპერტები კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმების გაზრდას ვარაუდობენ. ამგვარად, ოკუპანტებს შეუძლიათ შური იძიონ მოსკოვის სარაკეტო კრეისერის განადგურებაზე.