უკრაინელი ტურისტი - საქართველო ყველანაირად გვიდგას გვერდით

უკრაინელკი მოქალაქეები

უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ ზაიკა საქართველოში დასასვენებლად ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ისინი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ვლადიმერ ზაიკა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ყველანაირად უდგას გვერდში.

„ჩვენ საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედით, დიდი ხანია ვგეგმავთ შვებულებას და უეცრად მოვლენები ასე განვითარდა. ძალიან მადლობლები ვართ ქართველი ხალხის, ყველაფერში გვერდით გვიდგანან, როგორც მორალურად, ასევე ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. განგვათავსეს სასტურმოში, გვეხმიანება ყველა სამთავრობო უწყებებიდან, უბრალო ხალხი. ძალიან მადლობლები ვართ ქართველი ხალხის , თქვენ ძალიან კეთილი გული გაქვთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა “, - აცხადებს უკრაინელი ტურისტი ვლადიმირ ზაიკა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს.