საპატრიარქო პატრიარქის მიმართვას ავრცელებს
1746803191
სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო ამბობს, რომ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში მიდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მოხალისეებს შორის ქალებიც არიან...
"ძვირფასო მოხალისეობის მსურველებო, ჩვენი სია გადაივსო და რეზერვში კიდევ +50 ადამიანია, რომელიც ელოდება სიის გათავისუფლებას, რომ მოახერხონ წამოსვლა. ტრანსპორტი, რომელიც პირველ ეტაპზე მიგვიყვანს, მხოლოდ ორი ავტობუსისგან შედგება, შესაბამისად მოხალისეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 75 ადამიანზე მეტი.
დღეს გაოგნებული ვიყავი, რადგან ადამიანები ტოვებდნენ საკუთარ ოჯახებს, შვილებს და მეუღლეებს და ცდილობდნენ ყველანაირად, რომ წამოსულიყვნენ ჩვენთან ერთად. ჩვენს შეკრებაზე იყო მოსული გოგონა თავის შვილთან ერთად, ბავშვი უსმენდა დედის გამგზავრების ამბავს. ძალიან სენტიმენტალურია ეს ყველაფერი, ღრმა ემოციური თემაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.
მოხალისეთა მიღება შეწყდა, ტელეფონის ნომერი, რომელიც საჯაროა, გადავსებულია sms-ებით და გამოტოვებული ზარებით და შეუწვდომელი რაოდენობის გამო, შეუძლებელია მათი პასუხი. ახლაც არ წყდება ზარები.
ხვალ ვისაც გსურთ გაგვაცილოთ, დღის 4-5 საათზე გეტყვით გასვლის ლოკაციას და მობრძანდით. ყველას დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის!" - წერს დომენიკ მანგო.
Слава і перемога Україні
საპატრიარქო პატრიარქის მიმართვას ავრცელებს
1746803191