გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - ომის მეოთხე დღე. კიევი ისევ საჰაერო თავდასხმის მოლოდინშია, იზრდება მსხვერპლი. უკრაინის დედაქალაქში მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ განგაშის შემთხვევაში შეუძლიათ, რათა თავშესაფრებში გადავიდნენ. დედაქალაქში შეტაკებას 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა, დაშავებულები არიან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ორი ბავშვია.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები კიევის სხვადასხვა უბანში. ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ მეორე შეტევა წარმატებით მოიგერიეს უკრაინელებმა. იზრდება მოხალისეობის მსურველი მოქალაქეების რაოდენობაც - ამ ეტაპზე, 35 000-ზე მეტი ადამიანი მობილიზებული ქალაქის ქუჩებში, სტრატეგიულ ობიექტებთან და 35 000-ზე მეტი ავტომატია გაცემული.
„ ბრძოლები მიმდინარეობს იმავე რეგიონებში, სადაც დაიწყო - ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუნი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი. ბრძოლები მიდის ზუსტად იქ, სადაც თავიდანვე იყო. რუსეთის მთავარი მიზანია, შეცვალოს უკრაინის ხელმძღვანელობა, რისი გაკეთებაც მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. უკრაინის ხელმძღვანელობა კიევშია, არსად წასულა და არც აპირებს სადმე წასვლას",-აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
ამასთან, გვიან ღამით იყო საჰაერო იერიში სოფელ სარტანაზე, რომელიც, ძირითადად, ეთნიკური ბერძნებითაა დასახლებული. შეტევის შედეგად, 10-მდე ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ფაქტი კატეგორიულად გააპროტესტა საბერძნეთის მთავრობამ, ელჩი დაბარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში. საბერძნეთი რუსეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტონ საჰაერო იერიშები.