უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში - „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“

უწმინდესი

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების უკანასკნელ კადრებს ავრცელებს. 

 „უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ცოტა ხანში მანქანა მეორედ გააჩერებინა და ნათლობის ორგანიზატორებთან ერთად ჩვენც გაგვახარა. ეს კადრები იმ საღამოს გადავუღე; მას შემდეგ აღარ მინახავს... ბოლოს კლინიკაში, მის უკანასკნელ დღეს ვნახე, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა... მძიმეა, თუმცა შეხვედრის იმედი მუდამ მექნება.“