„უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია... ვემშვიდობებით მაესტრო პაპუნა ღვაბერიძეს“ - საქართველოს სახელმწიფო ბალეტი

მაესტრო პაპუნა ღვაბერიძე

გარდაიცვალა მაესტრო პაპუნა ღვაბერიძე, - სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ავრცელებს.

„უდიდესი ტრაგედია და დანაკლისი საქართველოს სახელმწიფო ბალეტისთვის, ოპერის თეატრისა და მთელი მუსიკალური საზოგადოებისთვის.

ვემშვიდობებით მაესტრო პაპუნა ღვაბერიძეს. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.
ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.