1734813647
„უბრალოდ, აღარ მაქვს სურვილი...“ - ვის მიმართავს კოსტა სანიკიძე
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე, კოსტა სანიკიძე მიმართვას ავრცელებს:
„მომიტევეთ ვისაც არ გპასუხობთ, უბრალოდ აღარ მაქვს სურვილი. „ადიოს“, შევხვდებით“,- წერს კოსტა სანიკიძე.
შეგახსენებთ, ის, ცოტა ხნის წინ, ოჯახის წევრების თანდასწრებით ცივი იარაღით დაჭრეს.
კოსტა ამბობს, რომ კაცი, რომელიც სახლში შეუვარდა და დანა რამდენჯერმე დაარტყა, არ ეცნობა და მისთვის მისი საქციელის მოტივიც უცნობია.
„ხუთჯერ მქონდა დანა გულ-მკერდის არეში დარტყმული და ფეხზე ვიდექი, მოქნეული დანა ხელით მეჭირა, თვალებში ვუყურებდი და ვურტყამდი, მაგრამ მოტივი მაინც ვერ გავიგე. მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. ეს არც ერთ ჩარჩოში არ ზის და გამგები გაიგებს…
ჩემ უკან დედა და ჩემი არასრულწლოვანი ძმა იდგნენ და ადგილზე რომ მოვმკვდარიყავი, იქ, ალბათ, ცოცხალი არავინ დარჩებოდა…
19 ნოემბერს მესამედ დავიბადე, არის ამ ყველაფერში მისტიკაც და მაგიაც, რაც სულ ახლავს ჩემს ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი გაკვეთილი იყო, ან რთულად ჩასაბარებელი გამოცდა… არ ვიცი, რადგან არც ერთი ლოგიკით ცოცხალი არ უნდა გადავრჩენილიყავი, მაგრამ სასწაული მოხდა, რაღაც დეტალებმა იმოქმედა, რომლის მეშვეობითაც, სული ისევ ჩემს სხეულს დაუბრუნდა…“
ცნობისთვის, 21 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ გიორგი გველესიანს, რომელსაც გამოძიება კოსტა სანიკიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ: