ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციაზე მუშაობენ.
მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა. მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფლის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გადაადგილების პირობები მოსახლეობისათვის.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 000 მეტრი სიგრძის გზას.
სამუშაოების ღირებულება 1 072 298 ლარს შეადგენს და პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს