„უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ირაკლი ქარაია“ – სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“ ტრაგედიის შესახებ

ირაკლი ქირაიია

კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“ სოციალურ ქსელში ტრაგედიის შესახებ წერს. როგორც სტატუსში ვკითხულობთ, გარდაიცვალა სკოლის კურსდამთავრებული, ირაკლი ქარაია:

„გლოვობს „ფესვები“… უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, უპატიოსნესი, საუკეთესო და ღვთისმოსავი, ირაკლი ქარაია. უფალმა მიიბაროს მისი სპეტაკი სული, დაუმკვიდროს მარადიული ცათა სასუფეველი… ვგლოვობთ, სულით ხორცამდე ვგლოვობთ…“ – წერს „შპს კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“