სარფში ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს

ლენტა

სარფში ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს.

ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, ცხედარი არსებული საფლავის ზედაპირზე იყო დამარხული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც ცხედარი ამოასვენეს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია