სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება - მეუფე ნიკოლოზი
1774123553
დეკანოზმა, მამა ვლადიმერ (ვახტანგაძემ) "რუსთავი 2-ის" ეთერში, იმ შესამოსლის შესახებ ისაუბრა, რომლითაც, ტრადიციისამებრ, მამამთავრები იკრძალებიან.
ასევე სასულიერო პირმა ყურადღება გაამახვილა იმ სამოსზეც, რომელიც ისტორიულია, პატრიარქიდან პატრიარქს გადაეცემა, და რომლითაც მომავალი კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებაც მოხდება.
"მამამთავრები იკრძალებიან სრული შესამოსლით. ისინი არიან შემოსილნი ისე, როგორც ლიტურგიაზე, ეს არის - ომოფორი, რომელიც არის მწყემსმთავარის უმთავრესი ატრიბუტი, სამღვდელმთავრო კვერთხი და მიტრა, რომელიც თავსაბურავია ლიტურგიკული მსახურებისთვის.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიტრა, ტრადიციულად, ორნაწილედია, ერთი არის სამღვდელმთავრო ნაწილი, მას აქვს ასევე გვირგვინის ნაწილიც, რომელიც თავის თავში აერთიანებს, როგორც სამღვდელმთავრო, ისე სამეფო ღირსებას. რა თქმა უნდა, ეს სამეფო ღირსება, ამ შემთხვევაში, გადატანითი მნიშვნელობით - ეს არ არის პირდაპირ გაგებით მონარქიისა. ანტიოქიური ეკლესიის ტრადიციული სკოლაც სწორედ ივერის ეკლესიის მწყემსმთავარიც გამორჩეული თავსაბურავით, რომელსაც მიტრა ჰქვია, არის შემოსილი და ისევე, როგორც ლიტურგიის დროს, სრული სამღვდელმთავრო ატრიბუტით ხდება კათოლიკოსების და ზოგადად ეპისკოპოსები დაკრძალვა.
გარდაცვლილი კათოლიკოს პატრიარქი შემოსილი არის ლიტურგიკული შესამოსლით, ამას ხაზი უნდა გავუსვათ. რაც შეეხება ყოველდღიურ ატრიბუტებს, ეს გახლავთ საპატრიარქო კუნკულ- ბარტყული ისტორიული, რომელიც რჩება და მომავალი პატრიარქის აღსაყდრებაც სწორედ ამ კუნკულ - ბარტყულით მოხდება. ისტორიული ჯვარ-პანაღია - ჯვარი და ყოვლად წმინდა ქალწული ღვთისმშობლის და ასვე მაცხოვრის გამოსახულებით პანაღია, რომელიც მამამთავართა გულ-მკერდს ამშვენებს, ალბათ ეს გინახავთ სხვა დროსაც. ჩვენ გვაქვს ისტორიული კუნკულ -ბარტყული რომლითაც საქართველოს ეკლესიის მწყემსთმთავრები იკურთხებიან და ასევე ჯვარ-პანაღია, კვერთხი.
ის შესამოსელი, რომელიც ისტორიულად ძველი კათალიკოსებიდან მომდინარეობს რჩება და კიდევე ერთხელ ვიტყვით, რომ ამ ნაწილით იკურთხება მომავალი მწყემსმთავარი ივერიის უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიისა.
რაც შეეხება იმ შესამოსელს, რომლითაც განისვენებს კათალიკოსი, ეს არის ყოველდღიური ლიტურგიული შესამოსელი და მას ისტორიული მნიშვნელობა არ გააჩნია, ეს არ არის ისტორიული ნაწილი. ხოლო ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ეს გახლავთ თაობიდან თაობას, კათალიკოსიდან კათალიკოს რომ გადაეცემა და მისი ინტრონიზაცია და კურთხევა ხდება ამ შესამოსელში, რომელიც, თუ არ ვცდები, ახლა სამების საპატრიარქო ტაძარში, ხატთან უნდა იყოს დასვენებული", - გააცხადა დეკანოზმა, ვლადიმერ (ვახტანგაძემ)