„ტყუილად მეგონა რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში… არადა დათიკო დღეებს ითვლიდა…“ - ქრისტინე მამუკაშვილის სულისშემძვრელი ინფორმაცია

დათი

8 წლის დათის დედა ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს., რომელიც, სამწუხაროდ ექიმებისგან დასაბუთებით მიიღო...

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს დათიკო გვყავდა კონსულტაციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან რეაბილიტაციის ცენტრ ლევინშტეინში. საბოლოოდ გადაგვიწურეს იმედი პროთეზის დაყენებაზე….

იმპლანტის ჩადგმაც წარმოუდგენელია, ფიზიკურად არაფერია რაზე უნდა მიმაგრდესო…..არც ამათ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, ისევე როგორც გერმანიაში გვითხრეს მორიდებით….

არსად წერია, არსად გვისწავლია და არ ვიცით რა შეიძლება გაკეთდესო. დაჯდომაც პრობლემაა რადგან შინაგან ორგანოებს არაფერი იცავს და შეიძლება დაზიანდესო…

ტყუილად მეგონა რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში… არადა დათიკო დღეებს ითვლიდა ტრანსფორმერობამდე“, - წერს დათის დედა.

დავეხმაროთ დათის

TBC: #GE05TB7962745064300024;

BOG: #GE90BG0000000101545483.

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

0901 000 903. (მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის). ზარის საფასურია 1 ლარი.