დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ქართველმა ქურდებმა სტამბოლში, ფათიჰის რაიონში ჟალუზის პულტის კოპირების მეშვეობით ტექსტილის ატელიეში შეაღწიეს და სეიფიდან გახსნეს 200 000 ლირა წაიღეს.
ეჭვმიტანილთა ქურდობის ამსახველი ფაქტი კამერებმა დააფიქსირეს.
პოლიცია ადგილზე მისულმა თანამშრომელმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც გახსნილი სეიფი შეამჩნია, პირველადი დათვალიერებისას ატელიეში შესასვლელ კარს და საკეტს ვერანაირი დაიზიანება ვერ აღმოუჩინეს, ვიდეომასალის დათვალიერების შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ ქურდებმა ჟალუზი პულტით გააღეს, რისთვისაც გამორთეს ჩამკეტის კონტროლი და დააკოპირეს, ატელიეში არსებული სეიფის გახსნა კი სპეციალური ხელსაწყოებით მოახერხეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია 2 ქართველი ალექსანდრე დ. და ვლადიმერ ს. მათი საცხოვრებელი ადგილიდან ამოღებულია თანხა. ისინი დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში გადააგზავნეს.