ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ნანა ჯანელიძე, რომელიც ახლა უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკაზე გადაღებული ფილმის ფოსთფროდაქშენით არის დაკავებული, უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეულ ემოციებს, სოციალურ ქსელში ამგვარად გამოხატავს.
ნანა ჯანელიძე: ყოველი დღე უფრო და უფრო საზარელი ხდება. თითქოს სახცოვრებლად აპოკალიფსის ფურცლებზე აღმოვჩნდით. მარიოპოლზე უარესი თუ რამე იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი და აი, ბუჩა... ბუჩას კადრების შემყურე გრძნობ, რომ საკუთარი გული სადღაც ცალკეა, ვეღარც ფეთქავს, მძიმე და გაყინულია... მაგრამ თურმე შესაძლებელია, ბუჩაში დატრიალებული სასაკლაოს თანამზრახველიც გახდე იმიტომ, რომ თუ ბუჩას მოვლენებს არ აღიქვამ, როგორც საკუთარ სიკვდილს, გოდებას, სისხლს და განადგურებას, მაშინ იმ მოვლენების პოტენციური ჩამდენი ხდები.
ყოველი ადამიანი თუ სახელმწიფო, ვინც თვალს ხუჭავს, ან მხოლოდ სანქციებს აწესებს, ან ეხმარება, ან მკაცრად არ რეაგირებს ამ სისხლიან დანაშაულზე, თითოეულ ბუჩელი ბავშვის თავზე დატრიალებული ძალადობის და სისაზარლის თანამონაწილე ხდება...
ჩვენს თვალწინ ბნელეთიდან გამოძვრა ურჩხული და ყველას შეთრევას ლამობს იქ.