„თურმე, როგორი ტკივილის მოყენება შეგძლებია... გული გაგვიგლიჯე ყველას...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

მალხაზ გოშუა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მალხაზ გოშუას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. 

„მზე ბიჭი აღარ არის. კეთილი და უსაყვარლესი მახო... გული გაგვიგლიჯე ყველას". 

„მჯერა, სიკვდილი დასასრული არ არის... მაგრამ ვერ მომინელებია, ვერ გამიაზრებია, რომ გარდაიცვალე.

შეხვედრამდე პატარა მეგობარო. ვერც წარსულში მოგიხსენიებ, ვერც გარდაცვლილებში, თურმე როგორი ტკივილის მოყენება შეგძლებია“, - წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

15 ნოემბრის ჩათვლით გრიპის ვაქცინაცია უფასოა - ნახეთ, კლინიკების ჩამონათვალი

რა ღირს ნიცა თავაძის კაბა - მაშინ, როცა სხვებს Dior და Louis Vuitton ეცვათ, კვარას რჩეულმა უბრალოება შეინარჩუნა

„უჩვეულოდ თბილი ნოემბერი გველოდება..." - ნახეთ, მომდევნო თვის ამინდის პროგნოზი