15 ნოემბრის ჩათვლით გრიპის ვაქცინაცია უფასოა - ნახეთ, კლინიკების ჩამონათვალი

გრიპის ვაქცინა

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ნახეთ, კლინიკების ჩამონათვალი, სადაც გრიპის ვაქცინაციას გაიკეთებთ.

ასევე ნახეთ:

რა ღირს ნიცა თავაძის კაბა - მაშინ, როცა სხვებს Dior და Louis Vuitton ეცვათ, კვარას რჩეულმა უბრალოება შეინარჩუნა

„უჩვეულოდ თბილი ნოემბერი გველოდება..." - ნახეთ, მომდევნო თვის ამინდის პროგნოზი

„იგრძნო, რომ დახმარება მჭირდებოდა...“ - ნახეთ, როგორ გადაარჩინა ძაღლმა 17 წლის ბიჭი სიკვდილს