1765830524
ავარია გელოვანის გამზირზე - დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. არსებული ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა.
ახლობლების ცნობით, დაღუპული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ავარიის ამსახველ ფოტოებს თვითმხილველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ასევე ნახეთ:











