„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ბლოგერი გივიკო დიდია ბავშვობის ერთ-ერთს ეპიზოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:
„წელიწადის ყველა დრო ლამაზია, როცა გვერდით საყვარელი, ყველაზე ძვირფასი ადამიანები გყავს.
მთელი „ბაღნობა“ ნათიეს ლოგინში გავატარე. სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი. როცა არ მეძინებოდა , მის ხელებს ვეფერებოდი და ბევრჯერ მოყოლილ ზღაპარს ისე მიყვებოდა, თითქოს პირველად ჰყვებაო. მეც ისე გავიტრუნებოდი, ვითომ პირველად ვისმენდი. ბოლოს ვეუბნებოდი, მაი ზღაპარი ვიცოდი-თქო და მებუტებოდა აბა რას მაქაქანე ამდენ ხანსო. ვეუბნებოდი, შენნაირი სიბერე მინდა მქონდეს-თქო. შენ რომ მიყვარხარ, ისე მინდა ვუყვარდე ჩემ შვილიშვილებს-თქო. გეიცინებდა და მეტყოდა“ - ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება ნენა “
პ.ს თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა, რომ ის მიხვდება პასუხს. კიდევ იმასაც მიხვდება, რა თბილი, გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა. გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას სანამ გყავთ, ისინი ჩვენით ცოცხლობენ“.