პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გახსოვთ, ალბათ, რა მწვავე რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას, როდესაც ალცჰაიმერით (მეხსიერების და აზროვნების დარღვევა) დაავადებული მამა, ნანიკო ხაზარაძემ, ორი წლის წინ, ოჯახურ პანსიონატში მიიყვანა. ახლახან ტელესახემ ამ თემაზე ინტერვიუ მისცა "რადიოთავისუფლებას", სადაც ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ საქციელის გამო მას ლანძღავდნენ, ახლობლები იმავე პანსიონატში მიიყვანეს.
ამ თემას ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ეხმიანება. აი, რას წერს "მეყველე ანა".
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: - რამდენჯერმე მინდოდა ამაზე დამეწერა... და სულ ვიკავებდი თავს. 60-ს როგორც კი მივუახლოვდი და ვგრძნობ, რომ ახლოსაა სიბერე. (დიაბეტი თავისას შვება) თუ ვიგრძნობ, რომ ალცჰაიმერი ან რაღაც ამდაგვარი მეწყება, ჩემი ფეხით წავალ თავშესაფარში და შვილებს არ გავაწვალებ, როგორც არ უნდა გაუჭირდეთ ამ გადაწყვეტილების მიღება...
ეს არის ტანჯვა ახლობლების. ამიტომ ახლავე ვეუბნები ჩემს ახლობლებს, რომ მიიღონ საღი გადაწყვეტილება. მერწმუნეთ, ახლობლები უფრო იტანჯებიან. პაციენტი, ამ შემთხვევაში დაავადებული მოხუცი, ვერაფერს გრძნობს. მისთვის სრულიად სულერთია, სად იქნება - სახლში თუ თავშესაფარში. ეს ემოცია და განცდები ნათესავებზე უფრო ვრცელდება. წამიყვანონ. მე თანახმა ვარ კი არა, დავწერ ხელწერილს წინასწარ. ამ ნანიკოს კიდევ დაანებეთ თავი.