დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
პედაგოგმა და ფსიქოლოგმა, შალვა ამონაშვილმა გარდატეხის ასაკს მარტის ასაკი უწოდა. მისი თქმით, მარტი უცნაური და ბობოქარი თვეა, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, ბავშვიც, მოზარდიც ასეა... სწორედ ამას მიეძღვნა მისი ახალი წიგნიც, „წერილები ქალიშვილს, აღსარება ვაჟიშვილს“.
ამონაშვილი ურჩი ბავშვების მშობლებს ასწავლის მეთოდს, რომლითაც მათი ხასიათისა და დამოკიდებულების ცვლა მშვიდად და აუღელვებლად შეიძლება.
„ჩემს სახლში კონფლიქტი მოხდა. ჩემს ქალიშვილს მკერავთან წასვლა უნდოდა, დედამ კი უთხრა, რომ ღამდებოდა. მოხდა შეხლა დედასა და შვილს შორის. ამას ჩემი ოთახიდან ვუსმენდი... შემეძლო გასვლა და დატატანება, როგორ ბედავ მეთქი, ატირდებოდა და შევარდებოდა ოთახში.. ეს არ მინდოდა. მაშინ აზრად მომივიდა, რომ წერილი მიმეწერა, რა ხდებოდა დერეფანში, რა დაემართა ბებიას, რომელიც შეურაცხყო, დედას, რომელიც ზის და ტირის. ავდექი და პირველი წერილი დავწერე. ფსიქოლოგიურად ავუწერე ის ისტორია, რაც მოხდა. მისთვის საყვედური არ მითქვამს, როგორ გაბედე, არ გრცხვენია? - თუ ასეთ რამეს დავუწყებდი, გინდა ხმამაღლა, გინდა წერილობით უთხარი, დახევს და გადაყრის იმ წერილს. მე თხოვნა დავუწერე: „შეგვეშველე რა შენს მშობლებს, ჩვენც ცოდონი ვართ, არ ვიცით, რა ვქნათ“ და დავუდე ბალიშის ქვეშ. საღამოს წაიკითხა, შემოვარდა ჩემს ოთახში და მკითხა ეს რა იყო. ვუთხარი, რომ თუ არ უნდოდა, მოეცა. არაო და წავიდა... 3-4 თვეში ერთხელ ვწერ...
წერილს მაგნიტური ძალა აქვს, გინდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ აიღო.. თუ წერილი მოგივიდა და შენ შინაგან განცდებს შეეხო, ამას ვეღარასდროს მოეშვება. ზეპირად რომ უთხრა, არ მოგისმენს. უფრო დაფიქრდება და გულით კითხულობს. ამას ინახავს, წერილს დღეს კი არა, 10 წლის მერეც იმოქმედებს. მესამე წერილზე უკვე დაინახავ, რომ ბავშვი უკვე გაგებული ხდება.“ - ჰყვება შალვა ამონაშვილი „იმედის დღეში“.