1766506281
„თუ ადამიანს 6 საათზე ნაკლები სძინავს, წონაში იმატებს“ - ენდოკრინოლოგი საზოგადოებას მიმართავს
ჭარბი წონისგან გამოწვეულ პრობლემებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო", ენდოკრინოლოგი, ეკატერინე წაქაძე საუბრობს.
„თუ ადამიანს 6 საათზე ნაკლები სძინავს, წონაში იმატებს. ამ შემთხვევაშიც გრელინის (შიმშილის ჰორმონის) დონე იმატებს. დღის განმავლობაში გამოუძინებელ ადამიანს უფრო მეტად შია და შესაბამისად მეტ საკვებს იღებს",- ამბობს ენდოკრინოლოგი.












