ემანუელ მაკრონი: გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, ხოლო დანია მისი გარანტორია

ემანუელ მაკრონი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიასთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია მას შემდეგ, რაც გრენლანდიაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

კვირას ტრამპმა გამოაცხადა, რომ ლუიზიანას შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი გახდება აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი გრენლანდიაში, რომელიც დანიის სამეფოს ნახევრად ავტონომიური ნაწილია.

გუბერნატორმა ლენდრიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ „მოხალისეობრივ პოზიციაზე“ მუშაობა, რათა „გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს“.

გრენლანდიაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, ხოლო დანია მისი გარანტორია“.

„ნუუკში მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანია კი მისი გარანტორია. მე ვუერთდები ევროპელების ხმას და გამოვხატავ ჩვენს სრულ სოლიდარობას“, - აღნიშნა მაკრონმა.