„ახალი შეზღუდვა“ - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766437353
პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემა ერთ-ერთი ეპიზოდია, რომლის საფუძველზეც სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა.
„გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.
„ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურამ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს დააკავა. ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა.