გრიგოლ ლილუაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. სუს-ის ყოფილი უფროსი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.

ის გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დააკავეს.

ლილუაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია როგორია ბრალდებულის პოზიცია - აღიარებს თუ არა ის ბრალს და იყენებს თუ არა დუმილის უფლებას.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ედება.

საუბარია ქრთამის აღებაზე. გამოძიება ლილუაშვილს სხვა საქმეებთან ერთად ედავება ე. წ ე.წ. ქოლცენტრების მფარველობას.

გამოძიების ინფორმაციით ე.წ. ქოლცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ე.წ. ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი.