1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:
,,26 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 აგვისტოს 15:00 საათიდან 27 აგვისტოს 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
სამტრედიის, აგლაძის, წყალტუბოს N 1,2,3,4, მირცხულავას N 10,12,14,16, ცაბაძის N 1,2,3,4, კოსმონავტების სანაპირო, დგებუაძის, ხოშარაულის N 27, 29 ქუჩებს.
26 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, სოფ. პატარა ლილოში სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 აგვისტოს 11:00 საათიდან 26 აგვისტოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სოფ.პატარა ლილოს.
ხვალ, 26 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 26 აგვისტოს 10:00 საათიდან 27 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზ., როდენის, ღამბაშიძის, კოსტავას N26-60 (ლეწებს), N27-59 (კენტებს), კოსტავას მე-2 შესახ., სატივეს (კოსტავას 1 შესახ.), ლუარსაბ ბოცვაძის, ტატიშვილის N1-15 (კენტებს), N2-14 (ლუწებს), თარხნიშვილის N 1-13 (კენტებს), 2-12 (ლუწებს), ჯანაშიას N 1-11 (კენტებს), N 2-12 (ლუწებს), შანიძის N 2-10 (ლუწებს), N 1-11 (კენტებს), აკაკი ხორავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის, მედეა (მზია) ჯუღელის N 3-31 (კენტებს), N 2-38 (ლუწებს), ჭიაურელის, ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, შარაშიძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აცხადებენ კომპანიაში.