ხანძარს ებრძვიან ხარაგაულშიც - ფოტოები ადგილიდან

ხანძარი ხარაგაულში1

ბორჯომის გარდა, ხანძარს ებრძვიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლების ბეჟათუბნისა და გოლათუბნის მიმდებარე ტყის მასივში ცეცხლის კერების ლოკალიზება კვლავ მიმდინარეობს.

,,გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ხანძრის პირველივე წუთებიდან მობილიზებული გახლდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა და მოხდა რამდენიმე ხანძრის კერის ჩაქრობა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობას კვლავ აგრძელებენ", - წერს ინგა ბერაძე სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს. 

მისივე ინფორმაციით, ხანძრის გამო, გუშინ, სოფელ ბეჟათუბანში, ორი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

როგორც ინგა ბერაძე წერს, მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე კერის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ახალი კერები გააჩინა.