კარგი ამბავი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1769198450
23 იანვარს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, ქინძმარაულისა და პერინის ქუჩა N21-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯივიპი“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
“აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 იანვარს საღამოს 22:00 საათიდან 24 იანვრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს ქუჩებს, ნავთლუღის მე-2 დასახლებას, (რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს), ქვემო მელითონეთა დასახლებას, 31-ე ქარხნის, აეროდრომისა და მიმდებარე დასახლებებს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას (გურჯიევის), ოდიშელიძის, ფრისის, ალადასტურის და კვირიკაშვილის ქუჩებს, სოფლებს - გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.
კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, ჭალას, თელეთს და ვაგზლის ქუჩას.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია განცხადებაში.