1781814041
წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ტაშკენტის ქ. N58-თან ქსელზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
23:00 საათიდან 20 ივნისის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ისაკაძის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ჰ.აბაშიძის, ი.გამყრელიძის, ლვოვის N 41-83(კენტებს), N 38-86 (ლუწებს), მამია ალასანიას, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის და ტაშკენტის ქუჩებს ცხინვალის ქუჩას შესახვევებით (ყოფილი ოსეთის ქუჩა).
მთაწმინდა, წავკისი, ყაზბეგის ქ. N6 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/19/2026 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წავკისში: წერეთლის, ყაზბეგის, წავკისელის ქუჩებს.












