წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

wyali

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ აფრთხილებს.

,,18 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის III მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ  წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 18 ოქტომბერს საღამოს 23:00 საათიდან 19 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის I მ/რ-ს, მარატ ნოზაძის ქუჩას", - აღნიშნულია განცხადებაში.