კახეთში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

შსს

შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე, ფოლკლორულ დღესასწაულზე მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ჭრილობა დანით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მყოფი პირები ვერ აკონკრეტებენ რას მოჰყვა უცაბედი ხმაური, რის შემდეგაც ერთი პირი დაიჭრა.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, ახალგაზრდას ღვიძლი აქვს დაზიანებული.

დაჭრილს შესაბამისი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა დიდი რაოდენობით სისხლის კარგვის გამო, მისი მდგომარეობა რთულია.მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.