მედიისთვის მოპარული აპარატურა სამართალდამცველებმა იპოვეს - დაკავებულია მამაკაცი

ქუთაისის პოლიცია

ქუთაისის მერიაში მდებარე მედიაცენტრიდან მოპარული ნივთები სამართალდამცველებმა იპოვეს. ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.

„მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ კუთვნილ აპარატურას უახლოეს დღეებში გადასცემენ.

ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე დღეს დილით გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდმა შენობაში შესვლა ფანჯრის საშუალებით შეძლო. წაღებულია „მთავარი არხის“ კუთვნილი ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კამერა.