იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
თითქმის სამი საათი გაგრძელდა მოლაპარაკება 109-ე აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებსა და უნივერსიტეტის რექტორს შორის. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა, უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ მხარეები ძირითად კონსენსუსამდე მივიდნენ.
„ეს იყო დაუგეგმავი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ჩვენი ყველა მოთხოვნა, იყო ზედაპირული განხილვა, გადავწყვიტეთ რომ გვქონდეს ფორმალური, საჯარო შეხვედრა, სადაც ყველა სტუდენტს შეეძლება მოსვლა და უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხებს," - განაცხადა მოძრაობა ”ბრძოლა განათლებისთვის” წევრმა ილია ჭანტურიამ.
სტუდენტების მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს რექტორი, ერთჯერადად შეიცვალოს გამოცდების წესი, უნივერსიტეტში შევიდეს აუდიტის სამსახური და აშენდეს ახალი სტუდქალაქი.