პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მთავარი თემები კი, თავდაცვითი მხარდაჭერა და ივნისში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ნაბიჯების კოორდინაცია იყო.
მისივე თქმით, ასევე ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელმაც მას ახალი თავდაცვითი დახმარების პაკეტის შესახებ აცნობა.
„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ჩვენი თავდაცვის გაძლიერების ახალი მილიარდდოლარიანი პაკეტის შესახებ. ეს არის სანაპირო თავდაცვა, არტილერია, თანამედროვე სარაკეტო სისტემები. ველით. ყველა საერთაშორისო კონტაქტისას მესმის აღფრთოვანება ჩვენი დამცველების ქმედებებით. მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ. ამ ომის 112 დღის განმავლობაში, უკრაინულმა არმიამ დაამტკიცა, რომ ბრძოლის ველზე სიმამაცე და სიბრძნე, ტაქტიკურად უნართან ერთად აჯობოს მტერს, მნიშვნელოვან შედეგს იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის რაოდენობით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ
მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ - ზელენსკი