თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ როენა ხუცურაული, მეტსახელად "მამიდა" საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როენა ხუცურაული, რომელსაც "მამიდას" სახელით იცნობდნენ, არაერთხელ ყოფილა პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
2006 წელს კი, თვითმხილველების თქმით, 29 წლის თამაზ ლუცუფიძე "როენას საუნას" სახელით ცნობილი დაწესებულება ბარ "ჩილიმში" მომხდარი უთანხმოების შემდეგ გაუჩინარდა... მის მიმართ არსებული მწვავე კითხვების საპასუხოდ, როენა ხუცურაული ამბობდა, რომ ის ბიზნესვუმენი იყო, ხალხს კი ურჩევს, "ყველამ საკუთარ მამიდას მიხედოს"...
2019 წლის 8 მაისს, როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, 30 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა.
„მამიდა“ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ როენა „მამიდამ“ მის კუთვნილ დაწესებულებაში მოხუცთა პანსიონატი გახსნა. მან სასამართლოშივე განაცხადა, რომ აღნიშნულ ობიექტზე ქველმოქმედების მიზნით სათნოების სახლის დაარსებას აპირებდა.
„კი, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, (რომლის თანახმადაც თმობს თავის ქონებას). პანსიონატთან დაკავშირებით ბუნებრივია შეწყდება ხელშეკრულება და დაიდება ახალი. მისი გადაწყვეტილებაა, სხვა ქონებაზე საუბარი არ არის“, – უთხრა მაშინ „პრაიმტაიმს“ ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა.
კედლებიდან შიშველი ქალების ფოტოები ჩამოხსნეს და ხატები განათავსეს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები გაუშვეს და შშმ პირები მიიყვანეს. შენობა მთლიანად მოძღვარმა აკურთხა და ამ ცნობილი შენობის კედლებში ახალი სიცოცხლე დაიწყო.
მოხუცთა თავშესაფრის, „ბარბარე 21“-ის მფლობელმა, მწერალმა მერაბ შათირიშვილმა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად მოუყვა, რომ შენობა, სადაც „როენა მამიდას ბორდელი“ იყო, მან იქირავა, როენას წამოწყებული საქმე გადაიბარა და შშმ პირებისთვის განკუთვნილმა პანსიონატმა მიღება გამოაცხადა.
– საქმე ის გახლავთ, რომ თავიდან როენას თავად სურდა, თავშესაფარი დაეარსებინა, ნებართვაც ჰქონდა, შენობა შესაბამისად აღჭურვა კიდეც, თუმცა, შემდეგ ცოტა გაუჭირდა თავის გართმევა, დამიკავშირდა და მითხრა – შენ მოხუცთა თავშესაფარი გაქვს, გამოცდილი ადამიანი ხარ ამ საქმეში და ხომ არ გინდა, ჩემი შენობა იქირაო და შშმ პირებისთვის თავშესაფარი გახსნაო.
ვნახე შენობა, მომეწონა და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. მინდა გითხრათ, არამც თუ საქართველოში, არამედ, მსოფლიოშიც, ალბათ, იშვიათად მოიძებნება მსგავსი კომფორტის მქონე პანსიონატი, – ორსართულიან შენობაში ლიფტიც კი არის.