მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება
1775111236
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი შედგა. დაცვის მხარის მოწმის რანგში გამოიკითხა მკვლელობასთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებული გელა უძილაური. მისი მტკიცებით, გამომძიებლებმა მას ძმებ მიქაძეებისთვის ხელი დადება და მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელება გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ მოსთხოვეს, თუმცა, რეალურად, ის მათ საერთოდ არ იცნობს. უძილაურმა საქმესთან დაკავშირებით უარყო კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის კავშირიც.
აღნიშნული ჩვენება მორიგ ტყუილად შეაფასა ბრალდების მხარემ. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გელა უძილაურის ჩვენებები თავის თავს ეწინააღმდეგება.
"ერთ ვერსიაში იყო, რომ დაკარგა იარაღი, მეორე ვერსიაში გადააგდო იარაღი, მესამე ვერსიაში არ იცის სად არის იარაღი, გულწრფელად მაინტერესებს სადამდე შეიძლება წავიდეს მისი ფანტაზიები.
როგორც დაცვის მხარე ვარაუდობდა, უნდა დავიჯეროთ ის რეალობა, რაც სრული აბსურდია, იმიტომ, რომ ეს ადამიანი რასაც ამბობს, ჯერ თავის თავს ეწინააღმდეგება, მერე განვლილ ჩვენებას ყველას ეწინააღმდეგება და ახსნები აქვს ჩვენების არასწორი ინფორმაციის მიწოდების", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.